ეკა ბესელია: ოპოზიციას განსხვავებული როლი და ფუნქცია აქვს!

ეკა ბესელია: ოპოზიციას  განსხვავებული როლი და ფუნქცია აქვს!

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია აცხადებს კომიტეტის თავმჯდომარის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად  ასრულებს თავმჯდომარე მასზე დაკისრებულ ვალდებულბებს.


"დღეს არა მგონია, რომ კომიტეტის თავმჯდომარეების საკითხებს შევეხოთ. ჩვენ შევთანხმდით წინა შეხვედრაზე, რომ დროებით ეს საკითხი გადავდოთ. კომიტეტის თავმჯდომარის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ასრულებს თავმჯდომარე იმ ვალდებულებებს და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს. თუ პრობლემები არ იქნება იმ კუთხით, რომ კომიტეტმა შეასრულოს თავისი ფუნქცია, ბუნებრივია, ჩვენ პერსონალური განწყობებით ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებთ. აქ არის მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცესზე დამოკიდებული, როგორ იმუშავებენ კომიტეტები იმიტომ, რომ ოპოზიციას აქვს, ბუნებრივია განსხვავებული როლი და ფუნქცია",-განაცხადა ბესელიამ.

 

ხოლო რაც შეხება  "თავისუფალი დემოკრატების" წევრ  ზურაბ აბაშიძეს, ბესელიას თქმით რეგლამენტის შესაბამისობაში  უნდა იყოს : "მთავარია, რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები იყოს დაცული, პერსონალურად არც ზურა აბაშიძის საწინააღმდეგო მაქვს არაფერი".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: