25 ნოემბერს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მასშტაბური კამპანია დაიწყება

25 ნოემბერს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მასშტაბური კამპანია  დაიწყება

  არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღე აღინიშნება, შესაბამისად, კამპანიის დაწყებაც ამ დღეს დაემთხვევა.
  "25 ნოემბერს მოეწყობა მსვლელობა. ღონისძიებაში მონაწილეობას ათობით ორგანიზაცია მიიღებს. ასევე ვწერთ მიმართვას, რომელსაც  მედიასაშუალებებით მოგვიანებით გავავრცელებთ. მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, ვისაც ეს საკითხი აწუხებს, აქციას შემოუერთდეს", - განაცხადა ლომჯარიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: