ეკა ბესელია:გვახსოვს საომარი მოქმედებების დროს მიტოვებული ჩვენი მოქალაქეები !

ეკა ბესელია:გვახსოვს საომარი მოქმედებების დროს მიტოვებული ჩვენი მოქალაქეები !

  საპარლამენტო  სესია საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა. საპარლამენტო უმცირესობა დებატების დროს შეეხო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხსაც. ნუგზარ წიკლაურის თქმით, რუსეთი აგრძელებს ანექსიას, ამ ფონზე კი საპარლამენტო უმრავლესობა დაკავებულია "ნაციონალურ მოძრაობაზე" თავდასხმით. აღნიშნულ ბრალდებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია გამოეხმაურა:


  "ჩვენ გვახსოვს თქვენი ლიდერების განცხადებები - რა მოხდა, 140 სოფელი რომ არის დაკარგული?! გვახსოვს სააკაშვილის განცხადება, რომ სოხუმი არ ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში. გვახსოვს საომარი მოქმედებების დროს მიტოვებული ჩვენი მოქალაქეები აგრესორის პირისპირ. გვახსოვს მიცვალებულები... და იმ სირცხვილს ვერასოდეს ჩამოვირეცხავდით, რომ არა საქართველოს პატრიარქი, რომელიც შებრძანდა და გამოასვენა მიცვალებულები. გვახსოვს საომარი მოქმედების გამოცხადება კონსტიტუციის დარღვევით. გვახსოვს გამართული ტაშ-ფანდური, როდესაც ჩვენი ბიჭები იხოცებოდნენ! ბევრი რამ გვახსოვს, მაგრამ არ მახსოვს მე, ან ამ პარლამენტში, ან პარლამენტს გარეთ თქვენი წუხილი და სინანული, რომელიც გეკისრებათ იმ ვითარებაზე, რაც საქართველოშია შექმნილი!" - განაცხადა ბესელიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: