ვლადიმერ ხომერიკი: სააკაშვილს არასოდეს დაუმალავს, რომ შეეცდება დაბრუნდეს და დაამხოს ხელისუფლება!

ვლადიმერ ხომერიკი: სააკაშვილს არასოდეს დაუმალავს, რომ შეეცდება დაბრუნდეს და დაამხოს ხელისუფლება!

საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროში კორუფციის ფაქტთან დაკავშირებით ძიების დაწყების გამო მთავრობაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციას რუსული პრესა ეხმაურება. "რუსსკაია ნაროდნაია ლინია" აქვეყნებს ინტერვიუს ჩვენს თანამემამულესთან, "რუსეთისა და საქართველოს ერთიანობის ფონდის" პრეზიდენტთან, ღირსების ორდენის კავალერთან, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ვლადიმერ ხომერიკთან, რომელსაც უმნიშვნელო შემოკლებით გთავაზობთ...

- საქართველო არ გამოსულა კრიზისიდან, სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგაც საქართველოში კრიზისია, რადგან მისი ხელისუფლების ნარჩენები ჯერ კიდევ რჩებიან ადგილებზე - მის მომხრეებს დღემდე უკავიათ წამყვანი თანამდებობები. ახალ მთავრობას, სხვა და სხვა სახის საბოტაჟის მეშვეობით, სწორედ ისინი არ აძლევდნენ საშუალებას, რომ გაეტარებინათ რეფორმები, არ აძლევდნენ ეკონომიკის გაჯანსაღებისა და საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის საშუალებას. ყველაფერმა ამან შექმნა დღევანდელი სიტუაცია, რომელსაც ჩვენ "ქართული მაიდანი" ვუწოდეთ.

საქმე ისაა, რომ სააკაშვილი არც მალავს, რომ განზრახული აქვს დღევანდელი მთავრობა მოაშოროს ქვეყანას და დაბრუნდეს ხელისუფლებაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მას  ამერიკული ძლიერი მხარდაჭერა აქვს. დღეს სწორედ ეს კრიზისი გადმოიღვარა გარეთ.

ხელისუფლებას არ შეეძლო ასე გაგრძელება და ამის ატანა, არშეეძლო სააკაშვილის იმ მომხრეების საქციელის ატანა, რომლებიც შესაძლებელია სხვა და სხვა პარტიის წევრები არიან, მაგრამ ერთ გუნდს წარმოადგენენ, ერთ ბატონს ემორჩილებიან და იმართებიან დასავლეთიდან და აშშ-დან. ისინი ხელს უწყობენ სხვადასხვა სახის დანაშაულს, ახდენდნენ ეკონომიკური კრიზისის პროვოცირებას და ხელს უშლიან საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში სრულფასოვნად ადაპტირებას. ამან გამოიწვია ხელისუფლების მოთმინების ფიალის ავსება. სწორედ ალასანიას მიერ პროვოცირებულმა კრიზისმა გამოიწვია მისი პარტიიდან დანიშნული სამი მინისტრის გადადგომა. ალასანია, თავის დროზე, ამერიკელთა ზეწოლის შედეგად დაინიშნა თავდაცვის მინისტრად. ის, რა თქმა უნდა, დასავლეთის დავალებებს ასრულებდა და იყო ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოში ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებისა. ბუნებრივია, რომ იყო თავდაცვის სამინისტროში კორუფციის სერიოზული ფაქტები და ხელისუფლებაAშეეცადა გარკვეულიყო თუ რახდება თავდაცვის სამინისტროში.

ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ შესაძლებელია მან მხარი დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა არც არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ მათ საერთო მიზნები აქვთ, - არ მისცენ საქართველოს რუსეთთან საერთო ენის გამონახვისა და აშშ-სგან დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობა.

15 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს მოაწყოს დიდი მიტინგი და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების პატრიოტული მოტივით ხალხის დიდი რაოდენობა ქუჩაში გამოიყვანოს. ამით უნდა იმავე ხალხს დაანახოს დღევანდელი ხელისუფლების უუნარობა. მათ ყველაფერი აქვთ გაკეთებული იმისათვის, რომ საქართველოში დაიწყოს სახალხო მღელვარება, რომელიც შემდგომ "უკრაინულ მაიდანში" გადაიზრდება.

საქართველოს დღეს ჰყავს ახალგაზრდა, აქტიური და პერსპექტიული ლიდერი, - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც უკვე გვაჩვენა, რომ აქვს სერიოზული განწყობა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა, განსხვავებით იმათგან, ვინც მხოლოდ ამერიკელთა კარნახს ასრულებს!

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ იყოს კატეგორიული, იყოს მტკიცე და მკაცრი. საქართველოს არ შეუცვლია საგარეო პოლიტიკური ვექტორი. საქართველო აცხადებს, რომ ის ამ გზიდან არ გადაუხვევს. სააკაშვილის გუნდი ამ თემით სპეკულირებს და აცხადებს, რომ ვითომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა რუსეთთან დაახლოებას ცდილობს.

ეს მაშინ, როცა საქართველოს მართლა სჭირდება რუსეთთან დაახლოება. ჩვენ სახით რუსეთისკენ უნდა შევბრუნდეთ. საქართველოს ინტერესები და მომავალი რუსეთთან ურთიერთობებზეა დამოკიდებული და არა – აშშ-თან ურთიერთობებზე. მინდა ჩვენს ხალხს სიმტკიცე, მთავრობას კი სიბრძნე ვუსურვო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: