დემურ გიორხელიძე: რატომ გვიყვარს ტრიფონა - პოლიტიკოსი, რომელმაც ბოლომდე გაგვხადა, უმუშევარი დაგვაგდო და სიღარიბეში ჩაგვახრჩო?!

დემურ გიორხელიძე: რატომ გვიყვარს ტრიფონა - პოლიტიკოსი, რომელმაც ბოლომდე გაგვხადა, უმუშევარი დაგვაგდო და სიღარიბეში ჩაგვახრჩო?!

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში მეტად ორიგინალურ ფეისბუქ-სტატუსს აქვეყნებს, „ივერიონი“ სრულად გთავაზობთ

დაპირდი ადამიანებს იმაზე მეტი იმედი, ვიდრე ისინი მოელიან და გააკეთეთ ეს ხალისიანად და დაუღალავად... თქვენგან ხომ მეტს არაფერს ითხოვენ!
 
დანაპირები არასდროს გაიხსენო!
არასდროს!
მათ შეასრულეს თავისი ფუნქცია...
ხალხი მოლოდინშია...
 
არასდროს შეისმინო არანაირი კრიტიკა, არანაირი საღი აზრი, არანაირი საყვედური, არანარი უკმაყოფილება...
სანამ მაღლა ხარ, აკეთე შენი საქმე - ააგე ბროლის კოშკი საკუთარი კეთილდღეობისათვის...
მოცლილებს მოსწყინდებათ და... გაჩერდებიან ანდა,თუ არ გაჩერდებიან, - თავში ქვა უხლიათ! (იზრდები, ყმაწვილო, იზრდები, აშკარად! მომწონს შენი ფეხებზემკიდიობა!)
 
როცა ამბობ - „ჩვენ აგვირჩია ხალხმა, ჩვენ ხალხისთვის ვიღწვით“, - თქვი ეს ლაღად, დამაჯერებლად და ომახიანად... ხალხს უყვარს ომახიანი და უსაშველო ტყუილი...
 
არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, იმაზე უფრო საშინლად მიმზიდველი და უსაშველოდ გაბუქული დაპირებები გაეცი,
ვიდრე ადრე, - შენი რა მიდის?!
არაფერიც!
ხალხს ძველი დანაპირები მომენტალურად ავიწყდება და ახალი დანაპირები მასში გამაოგნებელ ჟრუანტელს იწვევს...
მიმიხვდი, ძამიკო?!
შენ ზუსტად გაარტყი... ახლა ბოლომდე დაარტყი, - სულ გააოგნე ხალხი, რომ დიადი მიღწევები კიდევ უფრო დიადი იქნება!
საამურია დიადი მიღწევების გარემოში ცხოვრება, - გავიწყდება უმუშევარი, საპყარი, გარიყული და დაკიდებული რომ ხარ (არა, ცუდი არაფერი იფიქრო), - დაკიდებული უპერსპექტივობაში და მარად სასოწარკვეთილებაში...
მაგრამ, უნდა გესმოდეს, - დიადი მიღწევები დიდ მსხვერპლს მოითხოვს, - შენ ბედნიერი ხარ მათი ბედნიერებით, შეჰხარე მათ - რჩეულნი უკვე იქ არიან...
იქნებ შენც გაგიმართლოს, ჰა?!
რა იცი, არ ძინავს ეშმაკს!
 
როგორც კი დაინახავ რომ მაღლამდგომი სიყვარულს გეფიცება (არჩევნებია კარს მომდგარი) - პირველი დანახვა-გაგონებისთანავე იწამე... ბოლოს ხომ მაინც იჯერებ?!
დროს ნუ გააცდენ!
რა ნეტარებაა პირველი ნახვით რომ ოტროველა ტრიფონა-პოლიტიკოსი შეგიყვარდება და მისი სიყვარული შვილების და ოჯახის გაჭირვებას და სავალალო მომავალს რომ გავიწყებს...
ოხერი რამეა ეს სიყვარული, ოხერი!
 
გიყვარს ტრიფონა-პოლიტიკოსი, რომელმაც ბოლომდე გაგხადა, უმუშევარი დაგაგდო და სიღარიბეში ჩაგახრჩო?!
გიყვარდეს ბოლომდე, - მგზნებარე სიყვარულმა თავდავიწყება იცის...
 
თუ ხანდახან ხვდები რომ შეცდომა დაუშვი, არ დაიჯერო, არ მიუგდო ყური შინაგან ხმას...
იგი მაცდურია, გამოფხიზლებისკენ გიბიძგებს და გონების განათება იცის...
ამას კი, საშინელი პროტესტი შეიძლება მოჰყვეს, გაბრაზდე ჯერ საკუთარ თავზე და მერე...


მ ო რ ა ლ ი:
შეიცოდე და გაუფრთხილდი მაღლამდგომებს, ისინი ხომ შენი სიმშვიდის გარანტები არიან!
ძირს გამოფხიზლება!
 
არასდროს დარჩე საკუთარ თავთან მარტო, - ფიქრს არ მიეცე!
ფიქრიც, სიყვარულივით, ოხერი რამეა, - რას არ გაფიქრებინებს კაცს!
ოცნებას დაგავიწყებს, იმედს გაგიფარჩაგებს...
გინდა ეს?!
 
ჩინელებს დაესესხე აზრში: „გახსოვდეს, სასურველის არმიღება — ზოგჯერ ეს გამართლებაა“-ო?!


ჰმ!
ეს ჩინელები რა ხალხია, - „ზოგჯერ“-ო!!! თუ ვერასდროს იღებ სასურველს, - ე.ი. ჩინელის აზრი მცდარია.
 
ნუ გეშინია!კურსი მყარია,
კურსი უცვლელია!კურსი მიუსავლისკენ ყოველთვის ამაღლებულია, - როცა ფიქრობ, ადრენალინი დიდი ოდენობით გამოიყოფა,
ამას კი... ნეტარება მოსდევს!
 
ნუ გეშინია,
კურსი არ შეიცვლება!
კურსი, კურსია! ესაა მხოლოდ, რომ... ეს შენ არ გეხება!
ე.ი მშვიდად იყავი - კურსი ბლეფია, როგორც შენი ოცნებები და იმედები!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: