თბილისის მერია მთაწმინდაზე ასასვლელი საბაგიროს ძველი სადგურის რეაბილიტაციის საკითხს განიხილავს

თბილისის მერია მთაწმინდაზე ასასვლელი საბაგიროს ძველი სადგურის რეაბილიტაციის საკითხს განიხილავს

  დავით ნარმანიას ინფორმაციით, დედაქალაქის მერია რუსთაველიდან მთაწმინდაზე ასასვლელი საბაგიროს ძველი სადგურის რეაბილიტაციის საკითხს განიხილავს.

 

 დედაქალაქის მერის თქმით, განიხილება ორი ვარიანტი. ერთი ვარიანტით გათვალისწინებულია ვარდების მოედანზე ამჟამად მშენებარე სადგურის პროექტი და მეორე ვარიანტით - ძველი საბაგიროს სადგურის რეაბილიტაცია.

  "ამ თვის ბოლომდე გაირკვევა, რომელი ვარიანტია უმჯობესი. რის შემდეგადაც ეკონომიკურ საბჭოზე პრემიერ-მინისტრთან იქნება მსჯელობა ამ საკითხზე, რომელი გზით უნდა წავიდეთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: