Iverioni
«    ივლისი 2018    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
ივლისი 2018 (8)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
13-11-2014, 10:26
ნანახია: 992

„ქართველებო, სადაც გინდათ, იქ წადით - გნებავთ ნატოში და გნებავთ - გალაქტიკაში, თუ იქ ვინმე ელოდება თქვენს მისვლას!..“

რუსულ პოპულარულ ელექტრონულ გამოცემა „ვზგლიად“-ში გამოქვეყნდა პოლიტოლოგისა და ჟურნალისტის ევგენი კრუტიკოვის სტატია, რომელშიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და ქართული პოლიტიკური ელიტის ტენდენციებია განხილული. აქვე ვიტყვით, რომ ევგენი კრუტიკოვმა უცხო ენების სამხედრო ინსტიტუტი დაამთავრა და 1990-იან წლების დასაწყისში სამხრეთ ოსეთის გვარდიის სარდლის თანაშემწე იყო, მოგვიანებით ბალკანეთში, სერბეთის რესპუბლიკის არმიაში იყო სამხედრო ანალიტიკოსად. რუსეთში დაბრუნების  შემდეგ ევგენი კრუტიკოვი მუშაობდა ჟურნალ „ნოვოე ვრემიაში“, გაზეთ „სეგოდნიაში“, „იზვესტიაში“ (პოლიტიკის განყოფილების უფროსად) და ა.შ.


გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:


საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში შიდა ცვლილებები მოხდა: აღმასრულებელიდან პარტისა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი მინისტრები წავიდნენ და მათი ადგილები ახლებმა დაიკავეს, საკანონმდებლოში კი „თავისუფალი დემოკრატების ფრაქციის უმრავლესობიდან გასვლით უმრავლესობა კიდევ უფრო გაძლიერდა - უფრო მეტი ახალი წევრები დაიმატა.


მოკლედ, არაფერი საგანგებო და რაიმე მნიშვნელოვანი არ მომხდარა. აგერ, ლატვიაში საერთოდ მთავრობა მთლიანად გამოიცვალა და ამ მოვლენას რუს პოლიტოლოგებში, პოლიტიკოსებსა და პოლიტტექნოლოგებში კომენტარების ნაკადი არ გამოუწვევია. „ნოლი ემოციები“ რადოსლავ სიკორსკის განცხადებებზე პოლონეთში, პოლიტიკურ ბატალიებზე უნგრეთში, პრეზიდენტის რადიოინტერვიუზე ჩეხეთში, როცა პან ზემანმა სკანდალური ლექსიკა გამოიყენა. ფინელებს კი, მგონი ჰოკეის გარდა არაფერი აინტერესებთ... თბილისური ფაქტურა ზემოთ ჩამოთვლილებს ვერ შეედრება, ისეთი მსხვილმასშტაბიანი არ არის, მაგრამ არაპროპორციული ხმაური მაინც დაიწყო.


ჩვენთან დაავიწყდათ ან არ იციან შიდაქართული პოლიტიკური ცხოვრების ნიუანსები. არ არის არავითარი საიდუმლო იმაში, რომ საქართველოში ერეკლე მეფის დროიდან ორი ტენდენცია ებრძოდა ერთმანეთს: ძალიან პირობითი პრორუსული და აბსოლუტურად არაპირობითი და ძალიან კონკრეტული ანტირუსული.


„პრორუსული“ ძალები არასდროს რეალურად არ ყოფილან პრორუსულები, უბრალოდ, იმ მომენტში თავის გადარჩენა სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო: სპარსელები და ოსმალები მათთვის ძირითადად რელიგიის გამო მიუღებლები იყვნენ, ვატიკანი ვერ დაითანხმეს ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობაზე, რუსეთი კი ძალიან ახლო მეზობელი იყო. ამიტომაც მიმართეს მას დასახმარებლად, რის გამოც დღემდე რეფლექსი აქვთ.


ანტირუსული ტენდენციები კი უფრო ღრმა და ფუნდამენტურია, ეს ტენდენცია საბჭოთა პერიოდშიც კი ვერ ამოიძირკვა ცნობიერებიდან. უბრალოდ, ჭარბი ზეწოლის გამო რუსოფობიამ პოლიტიკიდან სამზარეულოში, ეზოებსა და ლიტერატურულ სალონებში, თეატრის სცენებზე გადაინაცვლა.


მოკლედ, რუსეთს არასოდეს არ დასჭირვებია საქართველოსთან კეთილმეზობლობის რაიმე სპეციალური ფორმები და არც ახლა სჭირდება. როცა საბოლოოდ გაიფანტა მითი, რომელიც „ქართულმა ფილმმა“ შექმნა, რომელიც „დინამოელებმა“ და ქართულ სუფრაზე ყალბმა და პირფერულმა სადღეგრძელოებმა დატოვა რუსების მახსოვრობაში, სიტუაციას მშვიდად და გონივრულად უნდა შევხედოთ.


ქართველებს სურთ, რომ „ურთიერთობა მოაგვარონ“. კი, ბატონო, თუ უნდათ, დაე, „მოაგვარონ“. თვითონ გაწყვიტეს, თვითონ აღადგინონ. შენ დაანგრიე? შენვე ააშენე. მოლაპარაკება გინდა? მოდი და ვილაპარაკოთ, მაგრამ არავითარი „მშვიდობიანი ინიციატივები მოსკოვის მხრიდან! ქართველებისთვის უკვე საკმარისია „აეროფლოტის“ ავიარეისები თბილისში. რუსეთისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ  ვინ იჯდება, რომელი პარტია და პოლიტიკური ძალა მთავრობაში. დღევანდელი მიღწევები შესაძლებლობების ზედა ზღვარია იმის შემდეგ, რაც ქართველებმა გააკეთეს რუსების მიმართ. არ უნდა იყოს რუსეთის მიერ გამახვილებელი ყურადღება ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის „ცხვირის ყოველ დაცემინებაზე“. სადაც გინდათ, იქ წადით - გნებავთ ნატოში და გნებავთ - გალაქტიკაში, თუ იქ ვინმე ელოდება თქვენს მისვლას...


საქართველოს მოვლენები რუსეთის საგარეო პოლიტუიკისთვის ისეთივე უნდა იყოს, როგორიცაა ლიტვის მთავრობის შემადგენლობის ან სამხრეთაფრიკული საინვესტიციო კლიმატის ცვლილებები. ეს ხომ ჩვეულებრივი ისტორიებია, რომლებიც პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ყოველდღიურად ხდება... მეტი არაფერი.

„ვზგლიად“ (რუსეთი), 12 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.vz.ru/columns/2014/11/12/714758.html