პროტესტი-გამოფენა "7 ნოემბრიდან 7 ნოემბრამდე"

პროტესტი-გამოფენა  "7 ნოემბრიდან  7 ნოემბრამდე"

"ჩვენი მიზანია საზოგადოებას შევახსენოთ 7 ნოემბერი. ჩვენ არ გვინდა, რომ ასეთი სურათი საქართველოში კიდევ განმეორდეს," _ განაცხადა "ივერიონთან" საუბარში ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ.

 

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ფოტორეპორტიორების ირაკლი გედენიძის, ზურაბ ქურციკიძისა და გიორგი აბდალაძის ფოტოების გამოფენა ""7 ნოემბრიდან  7 ნოემბრამდე" გაიხსნა. გამოფენის მიზანი საზოგადოებისთვის 7 ნოემბერის და 26 მაისის მოვლენების შეხსენება იყო.

"დღეს გამოფენაზე წარმოდგენილია 7 ნოემბერსა და 26 მაისს გადაღებულ ფოტოები. გამოფენილი  გვაქვს როგორც საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი, ისე დღემდე უცნობი ფოტოები. 

 

 "ეს ის ფოტოებია, რისთვისაც ეს ადამიანები ჯაშუშებად გამოაცხადეს, რისთვისაც ვიბრძოდით მთელი 15 დღე, რომ გაგვეთავისუფლებინა იმ ჯოჯოხეთიდან, რაც შემდეგში ყველამ ვნახეთ, რა ხდებიოდა ციხეებში. ამის გამო ეს ადამიანები იძულებულები გახდნენ,  ეღიარებინათ ისეთი სისულელე, რომელიც არასოდეს აზრადაც კი არ გაუვლიათ. გიორგის  ფოტოების ნაწილი "ალიასთვის" არის გადაღებული", - განაცხადა გაზეთ "ალიის" რედაქტორმა დიმიტრი ტიკარაძემ.  

"ამ ფოტოგრაფებს დიდი ხანია ვიცნობ, წამყვანი პოტორეპორტიორები არიან. რაც შეეხება გამოფენას, ეს ის ფოტოებია, რომელიც აჩვენებს საქართველოს რეალობას. დღეს წარმოდგენილია ძალიან მაღალი დონის ნამუშევრები. ჩემი აზრით, ეს არის პრეტესტი, რომელიც  ყოფილი  ხელისუფლების მიერ შექმნილმა რეჟიმმა გამოიწვია," - ამბობს ფოტორეპორტიორი დავით ხიზანიშვილი. 

 

გამოფენა გიორგი აბდალაძის ინიციატივით მოეწყო და დღის ბოლომდე გაგრძელდება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: