ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილე მამუკა ჩხაიძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილე მამუკა ჩხაიძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

 როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, ჩხაიძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რადგან ოჯახს პრეტენზიები არ ჰქონია.
"მამუკა ჩხაიძე გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით, საკუთარ სახლში. ოჯახს პრეტენზიები არ
ჰქონია და შესაბამისად, გამოძიებაც არ დაწყებულა", - განაცხადეს შსს-ში.
მამუკა ჩხაიძე ერთ-ერთი იყო, ვინც მონაწილეობას იღებდა ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში. ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ის რამდეჯერმე პროკურატურაში დაკითხვაზეც იმყოფებოდა.
ექსპერტ მამუკა ჩხაიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია "ლიბერალმა" გაავრცელა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: