მალხაზ ჯანგირაშვილი: პროკურატურა თავადაც ხვდება რომ ჩიხშია!

მალხაზ ჯანგირაშვილი: პროკურატურა თავადაც ხვდება რომ ჩიხშია!

  ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომლების საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთი პატიმრის, ნუგზარ კაიშაურის ადვოკატმა მალხაზ ჯანგირაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ "კვირაში", პესნონფერენცია გამართა.

"ადვოკატებს შეხვედრა ჰქონდათ სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში, სადაც პროკუტურამ საქმის ზეპირად გაცნობა შესათავაზა. როცა ადვოკატებისგან უარი მიიღეს, პრუკურორების მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები სახაზინი ადვოკატებს დაეცვათ. რასაც ბრალდებულები არ დათანხმდნენ. სახაზინო ადვოკატის შეთავაზება ნიშნავს, რომ, პროკურატურა თავადაც ხვდება, რომ ჩიხშია და გამოსავალი ამ გზით ნახეს. სურთ შეცვალონ ადვოკატები, რომლებიც სს მასალებს ზეპირად გაეცნობიან და მთელი გაუგებრობა ამით ამოიფხვრება. - განაცხადა მალხაზ ჯანგირაშვილმა.ეს ადამიანები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. თუ სასამართლო მტკიცებინებებს დაუშვებლად არ ცნობს, ის ჩიხი, რომელიც პროკურატურამ საკუთარ თავს შეუქმნა, რომლითაც დაცვის განხორციელების შესაძლებლობა არ გვეძლევა, უკვე სასამართლოზეც და მთელ ქართული მართლმსაჯულებაზე გადადის, რომელიც ახლა ცდილობს ფეხის ადგმას. ამ ჩიხიდან გამოსვლა კი შეუძლებელი იქნება თუ ხელისუფლება, მოსამართლეების 9 თაობა ან საპროცესო კოდექსი არ შეიცვლება", - განაცხადა ჯანგირაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: