დავით ბაქრაძე: საქართველოში პროკურატურის უკონტროლობა სერიოზული პრობლემაა!

დავით ბაქრაძე: საქართველოში პროკურატურის უკონტროლობა სერიოზული პრობლემაა!

  პრეზიდენტის გამოსვლაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი იყო. აბსოლუტურად სწორი გახლდათ ფორმულირება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ უნდა ემსახურებოდნენ პიროვნებებს. განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას, გააკეთა.


"პრეზიდენტის გამოსვლაში იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი. ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები და სწორი გახლდათ ფორმულირება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ უნდა ემსახურებოდეს პიროვნებებს, რაც დღევანდელ საქართველოში პრობლემაა. მე ვეთანხმები პრეზიდენტის დამოკიდებულებას, რომ დღეს საქართველოში პროკურატურის უკონტროლობა გახლავთ სერიოზული პრობლემა და უნდა შეიქმნას მექანიზმები, რომლითაც პროკურატურა გაკონტროლდება პარლამენტისა და საზოგადოების მხრიდან. მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის მესიჯი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონდეს შეუზღუდავი უფლებები და უნდა მოხდეს მისი დემოკრატიზაცია და მათ შორის მოსმენების შეზღუდვების მხრიდანაც. მაგრამ ამ დამოკიდებულების პირობებში მე არ ველოდები უმრავლესობისა და მთავრობის მხრიდან ნაბიჯების გადადგმას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: