დღეს თბილისში საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვები წასდება

დღეს თბილისში საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვები წასდება

   აქციის "არა ანექსიას!" გამო დღეს თბილისში საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვები წასდება.

 

   შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ თბილისში 15 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობის დროს ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის მიზნით, 12:00 საათიდან სრულად გადაიკეტება მოძრაობა რუსთაველის გამზირსა და ვარდების მოედანზე; ასევე შეზღუდვები იქნება რუსთაველის გამზირისა და ვარდების რევოლუციის მიმდებარე ქუჩებზეც. ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა თავისუფლების მოედანზე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: