დავით სერგეენკო: დავით გალეგაშვილი კრიტიკული მართვის რეჟიმში აღარაა!

დავით სერგეენკო: დავით გალეგაშვილი კრიტიკული მართვის რეჟიმში აღარაა!

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი კრიტიკული მართვის რეჟიმში აღარ იმყოფება. განცხადება ამის შესახებ საქარტველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა.


"საბედნიეროდ, მისი მდგომარეობა უმჯობესდება. ის აღარაა კრიტიკული მართვის რეჟიმში. მდგომარეობა გაუმჯობესებულია. რაც შეეხება იმას, ცემა იყო თუ არ იყო, ვერაფრით დავადასტურებ. ეს იყო ქალა-ტვინის ტრავმა. ცემა იყო თუ არა, ეს საერთოდ ცალკე საკითხია და მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: