დავით უსუფაშვილი ნიდერლანდების სამეფოში გაემგზავრება

დავით უსუფაშვილი  ნიდერლანდების სამეფოში გაემგზავრება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, 16-18 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში მიემგზავრება.


 საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარე ანუშკა ვან მილტენბურგსა და სენატის პრეზიდენტ ანკე ბროკერს-კნოლთან შეხვედრებს გამართავს. 

 

  ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის ორივე პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტებში. შეხვედრა გაიმართება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ დირექტორთან პოლიტიკურ საკითხებში, ვიმ ხეერცთან.

 
  საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და საქართველოს ნიდერლანდებთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრი და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე შედიან.
საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში 19 ნოემბერს დაბრუნდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: