დავით ნარმანია: საქართველო ევროპული ორიენტაციის ქვეყანაა!

დავით ნარმანია: საქართველო ევროპული ორიენტაციის ქვეყანაა!

"საქართველო ევროპული ორიენტაციის ქვეყანაა და ტოლერანტობა ძალიან მნიშვნელოვანია", -აღნიშნული განცხადება ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მისულმა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას გააკეთა.

"ქვეყანა ძალიან ბევრ ნაბიჯს დგამს, რაც გულისხმობს ევროპული ტიპის ქალაქების მშენებლობას, ევროპული რეგულაციების შემოღებას და ა.შ. მაგრამ ევროპისკენ ორიენტაცია არ ნიშნავს მხოლოდ ევროპულ არქიტექტურას, ევროპულ წესრიგს. ეს ნიშნავს ასევე პატივისცემას იმ სხვადასხვა მრწამსის, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ადგილს ეწოდოს ტოლერანტობის სკვერი იმისთვის, რომ ეს იყოს ადგილი, სიმბოლო იმისა, თუ რა პატივს სცემს ქართველი ხალხი ყველას მრწამსს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: