ზურაბ აბაშიძე: აშკარაა ირაკლი ალასანიას და მისი გუნდის დისკრედიტაციის უსუსური მცდელობა!

ზურაბ აბაშიძე: აშკარაა ირაკლი ალასანიას და მისი გუნდის დისკრედიტაციის უსუსური მცდელობა!

 "თავდაცვის სამინისტროს მიმართ პროკურატურის გააქტიურებაში და ამ საქმეში საპარლამენტო მექანიზმის ჩართვაში ნდობის ჯგუფის სახით მხოლოდ პოლიტიკურ მოტივაციას ვხედავთ. აღნიშნული განცხადება " თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ზევრმა ზურაბ აბაშიძემ გააკეთა.


"თავდაცვის სამინისტროს მიმართ პროკურატურის გააქტიურებაში და ამ საქმეში საპარლამენტო მექანიზმების ჩართვაში ნდობის ჯგუფის სახით, ჩვენ მხოლოდ პოლიტიკურ მოტივაციას ვხედავთ. ეს არ არის კარგი ხელისუფლებისათვის. თუ რაიმე დარღვევები არსებობდა თავდაცვის სამინისტროში, თავის დროზე შეიძლებოდა ამის განხილვა. მაგრამ დღეს, როცა აშკარაა ღარიბაშვილის გუნდის მხრიდან ირაკლი ალასანიას და მისი გუნდის მაქსიმალური დისკრედიტაციის უსუსური მცდელობა, ეს კიდევ უფრო მეტად ასუსტებს ხელისუფლებას", - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ აბაშიძემ.
  აბაშიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით დაწყებული საქმეები,  ისევე გაქრება, როგორც შარშანდელი თოვლი.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: