ეკა ბესელია: პარლამენტი სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო მოქმედებებს ვერ ჩაატარებს!

ეკა ბესელია: პარლამენტი სისხლის სამართლის საქმეებზე  საგამოძიებო მოქმედებებს ვერ ჩაატარებს!

  პარლამენტი კოკრეტული სისხლის სამართლის საქმეებზე, საგამოძიებო მოქმედებებს ვერ ჩაატარებს. აღნიშNული განცხადება  პარლამენტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულის ემზარ კვიციანის საქმეს ეხმაურება.

"პარლამენტი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებზე, ბუნებრივია, ვერ ჩაატარებს საგამოძიებო მოქმედებებს და მას არ აქვს ის მანდატი, რაც აქვს პროკურატურას და სასამართლოს.

საბოლოოდ, სასამართლოს გადასაწყვეტია და სასამართლომ უნდა მისცეს სწორი შეფასება. მე იმედი მაქვს, რომ სასამართლო საბოლოოდ მიიღებს სამართლიან გადაწყეტილებას ემზარ კვიციანის საქმეზე",-აცხადებს ბესელია.

შეგახსენებთ, რომ  კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს ემზარ კვიციანს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: