ჩვენ გვსურს, პრემიერისგან ევროატლანტიკური კურსის დადასტურება კიდევ ერთხელ მოვისმინოთ

ჩვენ გვსურს, პრემიერისგან  ევროატლანტიკური კურსის დადასტურება კიდევ ერთხელ მოვისმინოთ

"ჩვენ არ გვაქვს ეჭვი, მაგრამ გვსურს, პრემიერისგან კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ევროატლანტიკური კურსის დადასტურება",  - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში.

"დღეს ჩვენ ველით მკაფიო დადასტურებას იმისა, რომ საქართველოს მისწრაფება არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. პირად საუბრებშიც დაგვარწმუნეს, რომ საგარეო კურსი არ შეცვლილა და არ შეიცვლება. ეს არის პირველი, რისი გაგებაც სურს ნატო-ს გენერალურ მდივანს და მე იმედი მაქვს, რომ პრემიერის მხრიდან და ახალი მინისტრების მხრიდან ამის დადასტურებას მოვისმენთ. ვფიქრობ, არ იქნება გასაკვირი ქართველი საზოგადოებისთვის, რომ ბოლო მოვლენებმა, იმ მინისტრების ცვლილებამ, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ კავშირში იყო ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან, გააჩინა გარკვეული კითხვები წევრ სახელმწიფოებში. არ ვფიქრობ, რომ ეს კითხვები სერიოზულია, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება ქართველი საზოგადოების არჩევანია. ნატო-ში საქართველოს ელჩმა მე მაშინვე მითხრა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ქართველ საზოგადოებას ქვეყნის ეროატლანტიკური ინტეგრაცია სურს. მე ვნახე თბილისის ქუჩებში გამოსული ხალხი, ნატო-ს დიდი დროშებით, რომლებიც ძირითადად იმის გამო შეკრიბნენ, რომ სურთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა და ასევე, მათი სურვილია, ქვეყანამ იაროს ნატო-სკენ და ევროკავშირისკენ", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: