2014 წლის 9 თვის მონაცემებით სს "საქართველოს რკინიგზის" შემოსავლებმა შეადგინა 387,0 მლნ. ლარი

2014 წლის 9 თვის მონაცემებით სს "საქართველოს რკინიგზის" შემოსავლებმა შეადგინა 387,0 მლნ. ლარი

 2014 წლის 9 თვის მონაცემებით სს "საქართველოს რკინიგზის" შემოსავლებმა შეადგინა 387,0 მლნ. ლარი რაც 7,7%-ით (27,8 მლნ. ლარი) მეტია 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 

 

სატვირთო გადაზიდვებიდან შემოსავალი გაზრდილია 3,9%-ით (10,5 მლნ. ლარი) და შეადგინა 278,3 მლნ. ლარი, რაც განპირობებულია მშრალი ტვირთების და ნავთობპროდუქტების გადაზიდვიდან მიღებული შემოსავლის მნიშვნელოვანი ზრდით, კერძოდ მნიშვნელოვნად გაიზარდა შავი ლითონი და ჯართის, შაქრის, სამშენებლო ტვირთების და მარცვლეულის გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი. 

 

მზარდი დინამიკით გამოირჩევა ასევე სამრეწველო ნედლეული და ხორცის მრეწველობის პროდუქცია, როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, ასევე 2014 წლის განმავლობაში. სატვირთო სხვა ოპერაციებიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 93,4 მლნ. ლარი, რაც 20,9%-ით მეტია 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 8.4%-ით გაიზარდა სამგზავრო გადაყვანებიდან შემოსავალი და შეადგინა 15.2 მლნ. ლარი.

 

კომპანიამ მნიშვნელოვნად გაზარდა თანამშრომელთა შრომის ანაზრაურების ფონდი 7,8%-ით (7,7 მლნ. ლარი) 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, თუმცა მთლიანად საოპერაციო ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა 4,8%-ით (12,6 მლნ. ლარი), რაც დადებითად აისახა კომპანიის EBITDA-ზე (საოპერაციო მოგება). კომპანიის EBITDA-მ 2014 წლის 9 თვის მონაცემებით შეადგინა 189,1 მლნ. ლარი, რაც 11,4%-ით (19,4 მლნ. ლარი) მეტია 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

 

კომპანიის წმინდა მოგებამ 2014 წლის 9 თვის მონაცემებით შეადგინა 77,5 მლნ. ლარი, რაც 0,8%-ით (630 ათასი ლარით) მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: