ნინო ბურჯანაძე:-"იმედი არ მაქვს, რომ ეს ხელისუფლება რაიმეს გამოიძიებს და საქმეს ბოლომდე მიიყვანს"

ნინო ბურჯანაძე:-"იმედი არ მაქვს, რომ ეს ხელისუფლება რაიმეს გამოიძიებს და საქმეს ბოლომდე მიიყვანს"

   ნინო ბურჯანაძე:-"ემზარ კვიციანისათვის 12 წლიანი განაჩენი ჩემთვის მოულოდნელი იყო"-ასე გამოეხმაურა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ემზარ კვიციანის მიმართ გამოტანილ 12-წლიან განაჩენს. 

   მისი თქმით ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი სიახლე გამოიკვეთა კოდორის ხეობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და გაცილებით მეტ კითხვას აჩენს 2008 წელს იარაღით და ხალხით სავსე კოდორის ხეობის, პრაქტიკულად ერთი გასროლის გარეშე ჩაბარება, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფაქტი. 

   -"მინდა გითხრათ, რომ 12 წლიანი განაჩენი ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო. თავისთავად ის ფაქტი, რომ იგივე ვანო მერაბიშვილს, რომელსაც კოდორის მოვლენებშიც მიუძღვის წილი, 5 და 6 წელი აქვს მისჯილი, ხოლო მიხეილ სააკაშვილი მთელ მსოფლიოში დადის, მორალს გვიკითხავს და არავინ არ თხოვს მას პასუხს კოდორის ხეობის ჩაბარებისთვის, ამ ფონზე ემზარ კვიციანის  12 წლიანი სასჯელი, რა თქმა უნდა, იწვევს კითხვის ნიშნებს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ეს პროცესი ნამდვილად უნდა გადაიხედოს და იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ კვიციანზე ათასგზის უფრო მეტი დამნაშავეები აღმოჩნდებიან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც პროვოკაცია მოაწყვეს კოდორის ხეობაში, რასაც უდაოდ წამოეგო ემზარ კვიციანი, რაც მე არ გამიმართლებია, ამავდროულად უფრო უარესი გააკეთა წინა ხელისუფლებამ 2008 წელს, როდესაც უბრძოლველად, დანაშაულებრივად ჩააბარა ბუნებრივბად აუღებელი ციხე-სიმაგრე - კოდორის ხეობა.

   იმედი არ მაქვს, რომ ეს ხელისუფლება რაიმეს გამოიძიებს და საქმეს ბოლომდე მიიყვანს, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხები გასაცემია"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: