Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
18-11-2014, 10:58
ნანახია: 501

რუსების 40% მხარს უჭერს ზოგიერთი მსხვილი ქვეყნებისგან ცალკეული რეგიონების გამოყოფის იდეას!

შერჩევითი სეპარატიზმი
ფარიდა რუსტამოვა
(შემოკლებით)
როგორც საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი სრულიად რუსეთის ცენტრი („ვციომ“) იუწყება, ბოლო გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რუსების 40% მხარს უჭერს ცალკეული რეგიონების გამოყოფის იდეას ზოგიერთი მსხვილი ქვეყნებისაგან და მხოლოდ 14% იცავს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ აზრთა ასეთი სურათი ძალიან ფორმალურია და დამოკიდებულია პოლიტიკურ კონიუნქტურაზე. მაგალითად, 2008 წელს  რუსული საზოგადოება მზად იყო დაეცვა სერბეთის ტერიტორიული მთლიანობა, მაშინ როცა ასევე ენთუზიაზმით მხარი დაუჭირა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარებას.


სეპარატიზმს მხურვალედ უჭერენ მხარს მოსკოვსა და პეტერბურგში (53%) და ზოგადად, ქალაქის ტიპის დასახლებულ პუნქტებში, ვიდრე სოფლებში (39%). როგორც „ვციომ“-ის დირექტორი ვალერი ფედოროვი ამბობს, ეს იმით აიხსნება, რომ ქალაქებში მოსახლეობა უფრო ინფორმირებულია, ვიდრე სოფლებში.


ამასთან, დიდი სახელმწიფოების დაშლის იდეა რუსებს არ მოსწონთ (45%), თუმცა არიან მხარდამჭერებიც (27%).


შეკითხვაზე, როგორ მოიქცეოდით, თუ რომელიმე რეგიონი რომელიმე ქვეყნიდან გასვლას მოითხოვსო, რუსებმა პრაგმატიზმი გამოავლინეს: 37% მიიჩნევს, რომ ეს საკითხი ინდივიდუალურია - გააჩნია, რომელი ტერიტორიაა და რა მიზეზები აქვს ამისთვის. ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მტკიცე ერთგულია რუსების მხოლოდ 14%. რესპოდენტთა მესამედი (34%) ამ საკითხის გადაწყვეტისას საჭიროდ მიიჩნევენ იხელმძღვანელონ პრინციპით ხალხთა თვითგამორკვევის შესახებ. 2008 წლის სექტემბრიდან ეს რაოდენობა უმნიშვნელოდ იცვლებოდა, მაგრამ  იმავე წლის გაზაფხულზე  რუსების ერთმა მეხუთედმა (19%-მა) მხარი დაუჭირა ერთა თვითგამორკვევას. ამის მიზეზები, ალბათ, ისაა, რომ 2008 წლის თებერვალში თავისი სუვერენიტეტი ცალმხრივად გამოაცხადა სერბეთის ნაწილმა - კოსოვომ, რომლის დამოუკიდებლობა სწრაფად აღიარა ამერიკამ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებმა, რუსეთმა კი ის საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების დარღვევად ჩათვალა.
„ვციომ“-ის მომდევნო გამოკითხვა უკვე რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომის შემდეგ განხორციელდა, როცა რუსეთმა საქართველოს შემადგენლობიდან გამოსული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სცნო.


ადამიანები მსგავს კითხვებს პასუხობენ იმაზე დამოკიდებულებით, თუ როგორ უყურებენ ყოველ კონკრეტულ ქვეყანას, - ამბობს ვალერი ფედოროვი, - სერბები ჩვენ გვიყვარს, ალბანელები კი არა, რადგან კოსოვო რომ სერბეთს გამოეყო, ეს ცუდია. დონბასელები ჩვენ მოგვწონს, უკრაინელები კი არა, რადგან დონბასისის გამოყოფა უკრაინისაგან ჩვენთვის კარგია... ასე რომ, ვერ ვიტყვით იმას, რომ რუსების უმრავლესობა ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერია ან პირიქით - სეპარატიზმის მხარდამჭერი. ყოველ შემთხვევას ისინი სიტუაციისდა მიხედვით აფასებენ“.

 

„რბკ დეილი“ (რუსეთი), 18 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.rbcdaily.ru/politics/562949993006649