საქართველოს პრეზიდენტმა "წინანდლის პრემია" აღადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა "წინანდლის პრემია" აღადგინა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ხელშეწყობით აღდგა "წინანდლის პრემია",  რომლის  მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა წახალისება. აღნიშნულის თაობაზე ქვეყნის პირველმა პირმა შესაბამისი განკარგულებაც გამოსცა.

"წინანდლის პრემია" 1999 წელს ზურაბ ჟვანიას ინიციატივით დაარსდა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მეცნიერებისა და შემოქმედების წახალისებასა და თანამედროვე ნამუშევრების საზოგადოებისთვის წარდგენას. პრემია გადაეცემა 18-39 წლამდე ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს, რომლებმაც ერთი წლის განავლობაში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს და გაიმარჯვეს ნომინაციებში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა (პროზა), მხატვრული ლიტერატურა (პოეზია), მუსიკა, ფოლკლორი, სახვითი ხელოვნება და მეცნიერება. "წინანდლის პრემიის" ლაურეატები გახდნენ რატი ამაღლობელი, ნიკოლოზ რაჭველი, ლაშა ბუღაძე, ნიო კასრაძე, ნატო მეტონიძე და სხვები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: