სასამართლო ჯალათებს 4-5 წელს უსჯის, ემზარ კვიციანს კი - 12 წელს

სასამართლო ჯალათებს 4-5 წელს უსჯის, ემზარ კვიციანს კი - 12 წელს

  ეს სასამართლო ვერ უდგენს ბრალეულობას ჯალათებს და მათ 4-5 წელს უსჯის, ხოლო ადამიანს, რომლის მიმართაც  ბევრი კითხვის ნიშანებია 12 წელს უსჯის. ეს განცხადება  "სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარემ, კობა ნარცემაშვილმა  კოდორის ხეობის რწმუნებულის ემზარ კვიციცანისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთის ფაქტთან დაკავშირებით  "რეპორტიორის" პრესკლუბში გააკეთა. 


"ეს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, არის მინიმუმ ძალიან მკაცრი. ამ ბოლო დროს ჩვენი ყური შეაჩვიეს იმას, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და მის საქმიანობაში არ შეიძლება ჩარევა. ეს ყველაფერი კი იმან შემოგვაპარა, ვისაც ეს ძალიან აწყობს.
ცნობილია, რომ "ნაციონალებს" ყველაზე მეტი გულშემატკივრი სასამართლო სისტემაში დარჩათ. ეს სასამართლო ვერ უდგენს ბრალეულობას ჯალათებს და მათ 4-5 წელს უსჯის, ხოლო ადამიანს, რომლის მიმართაც  ბევრი კითხვის ნიშანებია 12 წელს უსჯის. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ  უკმაყოფილების გაჩენას ემსახურებოდა",-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: