ინფორმაცია, თითქოს თამარ სანიკიძის ხელფასი 12 500 ლარს შეადგენს, სიმართლეს არ შეესაბამება

ინფორმაცია, თითქოს თამარ სანიკიძის ხელფასი 12 500 ლარს შეადგენს, სიმართლეს არ შეესაბამება

ანათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ივერინი" გთავაზობთ:
"მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხელფასი 12500 ლარს შეადგენს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და იწვევს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ მინისტრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3540 ლარს შეადგენს (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით). დანამატის სახით კი, 2710 ლარს იღებს (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით), რაც ყველა მინისტრის სტანდარტულ ანაზღაურებას წარმოადგენს.
საგულისხმოა, რომ თამარ სანიკიძე მინისტრის თანამდებობაზე ზუსტად წელიწადი და 4 თვის წინ დაინიშნა და ამ პერიოდის განმავლობაში პრემიის სახით ჯამურად 6 250 ლარი აქვს აღებული.
სამინისტრო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, რომ მსგავსი ინფორმაციების მიმართ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და  გავრცელებამდე, ინფორმაცია უწყებაში გადაამოწმონ", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: