ბაჩო ახალაიას სერგო თეთრაძის მეუღლეც უჩივის

ბაჩო ახალაიას  სერგო თეთრაძის მეუღლეც უჩივის

თავარ პროკურატურაში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ კიდევ ერთი საჩივარი შევიდა.

როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, დაღუპული ქართველი ოფიცრის, სერგო თეთრაძის მეუღლემ ბაჩო ახალაიასა და სხვა პირების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, რომელიც კიდევ ამძიმებს ახალაიას მდგომარეობას.


ბაჩო ახალაია პროკურატრურამ გუშინ, გამთენიისას დააკავა. მას  ბრალად სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება ედება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: