ნორა კვიციანი:-"ღირსების აქციაზე" ყველა უნდა მოვიდეს!"

ნორა კვიციანი:-"ღირსების აქციაზე" ყველა უნდა მოვიდეს!"

   20 ნოემბერს, 12:00 საათზე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ "ღირსების აქცია" გაიმართება. აქციას ემზარ კვიციანის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები მართავენ ნორა კვიციანის განცხადებით, აქ აქციას უნდა დაესწროს ყველა, ვისაც უსამართლობის აღზევება აღელვებს.

   -"ამ აქციას "ღირსების აქცია" ჰქვია. ახალგაზრდებო, საზოგადოების წევრებო, ყველას ვისაც გული შეგტკივათ არა ჩემს ძმაზე, არამედ უსამართლობაზე, ყველა მობრძანდით ხვალ პარლამენტის წინ "ღირსების აქციაზე". ასევე, ხელისუფლება ვალდებულია, პასუხი გაგვცეს, თუ რატომ მიიღო ასეთი განაჩენი ჩემმა ძმამ და რატომ ვიჯექი ამდენი ხანი ციხეში"-განაცხადა ნორა კვიციანმა.

   ემზარ კვიციანის მხარდამჭერი, "ეროვნულ რელიგიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე კი აცხადებს, რომ "ღირსების აქციას"  არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: