თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

   კომპანია "თელასის" განცხადებით, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო,  ხვალ თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. 

   ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 10:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელას და სოფელ წავკისის 706 აბონენტს. 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის 161 აბონენტს.

   ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 10:00-დან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეველეს ქუჩის 192 აბონენტს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.  

   სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: