კახა კოჟორიძე:-"იმედია, არ გაქრება ციხეში არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერები და ამ მტკიცებულების მოპოვება შესაძლებელი გახდება"

კახა კოჟორიძე:-"იმედია, არ გაქრება ციხეში არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერები და ამ მტკიცებულების მოპოვება შესაძლებელი გახდება"

   სახალხო დამცველის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში პატიმრების შესაძლო ცემის ფაქტთან დაკავშირებით "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ეხმიანება და ამბობს, რომ აბსოლუტურად ენდომა ამ ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის ინფორმაცია პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების პირდაპირ ვალდებულებას წარმოშობს.

 

   -"ვფიქრობ, რომ ადვილი უნდა იყოს იმის დადგენა, ვინ უნდა იყვნენ დამნაშავეები, გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველის მონიტორები, როგორც ჩანს, თავად შეესწრნენ რაღაც ეტაპზე ამ დანაშაულის ფაქტს. იმედია, არ გაქრება ციხეში არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერები და ამ მტკიცებულების მოპოვება შესაძლებელი გახდება", - განაცხადა კოჟორიძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: