უწმინდესის წუხილი და შეშფოთება

უწმინდესის წუხილი და შეშფოთება

   ილია მეორე იერუსალიმში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო ებრაელ ხალხს უსამძიმრებს და მომხდარს გმობს. საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

 

   -"გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დიდი წუხილი და შეშფოთება 18 ნოემბერს იერუსალიმში, ებრაული რელიგიური სასწავლებელის სინაგოგაში, მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც ხუთი პიროვნება გარდაიცვალა, მათ შორის ოთხი რაბინი, არიან დაშავებულებიც. ჩვენ ვგმობთ ამ ქმედებას და გულითადად ვუსამძიმრებთ განსვენებულთა ოჯახებსა და მთელ ებრაელ ხალხს. დიდად სამწუხაროა ისიც, რომ რელიგიურ ნიადაგზე საერთოდ გახშირდა პროვოკაციული ქმედებები და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მიზანმიმართულად ხდება დაპირისპირების კერების შექმნა. შევთხოვთ ღმერთს, მოგვმადლოს კეთილგონიერება და მშვიდობა".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: