პენსიების ხარჯზე გაზრდილი პრემიები

პენსიების ხარჯზე გაზრდილი პრემიები

  „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბიუჯეტში სახელფასო ფონდისთვის 350 მილიონია გამოყოფილი. 2014 წლის 8 თვის განმავლობაში კი მთავრობის წევრებმა სამ მილიონზე მეტი ლარი აიღეს და აქედან ნახევარზე მეტი პრემიისა და სახელფასო დანამატების სახით.
„მინისტრები და მათი მოადგილეები, ჩვეულებრივად იღებენ მათთვის განკუთვნილ ხელფასს, შემდეგ იღებენ დანამატს ამ ხელფასზე და იღებენ პრემიას, ასეთი სქემით ხდება დღეს სახელფასო პოლიტიკის განხორციელება. ამ საკითხში ჩემპიონები არიან, კულტურის მინისტრის მოადგილეები. ყველა იცნობს ალექსანდრე მარგიშვილს, რომელიც დღეს მუშაობს ნარმანიას „ოდეერად“ და რომელიც არის დღეს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკი საქართველოში, იკავებდა კულტურის მინისტრის მოადგილის ტანამდებოაბს და რვა თვის განმავლობაში, მხოლოდ პრემიის სახით, მას აღებული აქვს 26 816 ლარი, კიდევ ერთი მოადგილე გახლავთ ბადრი ბაგრატიონი, მისი საპრემიო ანაზღაურება იყო 22 ათას 740 ლარი და მანანა ბერიკაშვილი 23 040 ლარი. რაც შეეხება მინისტრებს, თეა წულუკიანმა რვა თვის განმავლობაში პრემიის და დანამატის სახით ხელფასის გარდა აიღო 34 180 ლარი, მაია ფანჯიკიძემ 31 680, ხადურმა 21 680, ზაქარეიშვილმა 21 680, სანიკიძემ 27 830, ალასანიამ 43 982, და ყველაზე პრინციპულმა ჩინოვნიკმა საქართველოში, როდესაც ის იყო ფანჯიკიძის მოადგილე, აიღი 21 700 ლარი. რომ არა ასეთი აღვირახსნილი მადა ჩვენი ჩინოვნიკების, ჩვენი გათვლებით, რომელიც სპეციალურად გავაკეთეთ, შესაძლებელი იქნებოდა, რომ დღეს პენსია ყოფილიყო 200 ლარი“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: