დავით უსუფაშვილი: ე.წ "გასაღებთან" დაკავშირებით შეჯერებული ვერსია მიიღება!

დავით უსუფაშვილი: ე.წ  "გასაღებთან" დაკავშირებით შეჯერებული ვერსია  მიიღება!

  კვირის ბოლომდე ველოდები კონსტრუქციულ ნაბიჯებს და დარწმუნებული ვარ, ოპტიმალური გამოსავალი მოიძებნება, რომლის მიხედვითაც ადამიანის უფლებები უზრუნველყოფილი იქნება. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ე.წ  გასაღების საკითხთან დაკავშირებით აკეთებს.

 

  როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, კანონპროექტების ავტორების მცდელობით შეჯერებული ვერსია  მიითება.

"როგორც ვიცი, ვახტანგ ხმალაძე და ეკა ბესელია, რომლებიც სხვადასხვა პროექტის ავტორები არიან, მსჯელობენ, რომ უფრო დეტალურად განიხილონ ეს საკითხები. მომავალი კვირის განმავლობაში ყველასგან ველოდები კონსტრუქციულ ნაბიჯებს და დარწმუნებული ვარ, მოიძებნება ამ ეტაპზე ოპტიმალური გამოსავალი, რათა დაცული იყოს ადამიანის უფლებები და უზრუნველყოფილი იყოს კრიმინალთან ბრძოლის ეფექტური საშუალებები სამართალდამცველი ორგანოების ხელში. ის, რომ დედამიწის ზურგზე ეს საკითხი ბოლომდე არსად და ვერსად ვერ მოგვარდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნაბიჯები არ უნდა გადავდგათ ამ მიმართულებით, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის ბევრი სხვადასხვა ვერსია და ვარიანტი. ტექნიკურ საკითხებში არ უნდა ჩავეფლოთ მხოლოდ, ეს პოლიტიკურადაც უნდა მოგვარდეს და იმედი მაქვს, რომ პარლამენტში ეს მოხერხდება", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: