თეთნულდი ანსიანი:-"ემზარი სხვა პატიმრებისგან განსხვავებით ვერ უყურებს ვერც "ობიექტივს", ვერც "მაესტროს"

თეთნულდი ანსიანი:-"ემზარი სხვა პატიმრებისგან განსხვავებით ვერ უყურებს ვერც "ობიექტივს", ვერც "მაესტროს"


დღეს "ივერიონის" პრესკლუბში ემზარ კვიციანის მეუღლემ, თეთნულდი ანსიანმა განაცხადა, რომ ემზარ კვიციანი თავს საკმაოდ შემართებულად გრძნობს და განსაკუთრებით გუშინდელი აქციის მერე.
-"არანაირი გარიგება და შეთანხმება მთავრობასთან ემზარის ჩამოსვლამდე არ ყოფილა, ემზარი რომ მოდიოდა ჩვენც, ოჯახმა წინა საღამოს გავიგეთ და ისიც სოციალური ქსელით, მან განაცხადა, რომ მართალია, არაფერი დანაშაული არ აქვს და არ სურდა სამშობლოდან შორს ყოფნა, ის დარწმუნებული იყო, რომ ახალი მთავრობის მხრიდან სამართლიანობა იქნებოდა დაცული. დღეს ის ძალიან მხნედ არის, განსაკუთრებით გუშინდელი აქციის შემდეგ და უხარია, რომ ქვეყნის ყველაზე დიდ ძალას, ხალხს სჯერა მისი უდანაშაულობის.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მედია-კავშირ "ობიექტივს" და ყველა თქვენგანს, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც გვერდით უდგანან ჩვენს ოჯახს და კიდევ ერთი ინფორმაცია, მინდა გავაჟღერო-ემზარი სხვა პატიმრებისგან განსხვავებით ვერ უყურებს ვერც "ობიექტივს", ვერც "მაესტროს" და შესაძლებლობა აქვს უყუროს მხოლოდ "რუსთავი 2-ს" და რუსულ არხებს. პრესაც მხოლოდ ახლა შეუტანეს და საშუალება აქვს "კვირის პალიტრა" წაიკითხოს. საკვირველია, რატომ არის ამ მხრივაც ის სხვებისგან გამორჩეული".
კვიციანის მეუღლებ განაცხადა, რომ ის წლები, რომელიც მათმა ოჯახმა რუსეთში გაატარა, მათთვის ჯოჯოხეთური იყო.
-"ეს ჩვენთვის ჯოჯოხეთი იყო, ემზარი რომ რუსების აგენტი ყოფილიყო, მაშინ ხომ ნორმალურად ვიცხოვრებდით და არც ჩამოსვლის სურვილი არ გვექნებოდა. ახალი მთავრობა მოვიდა თუ არა, მე ჩემს შვილებთან ერთად სასწრაფოდ დავბრუნდი საქართველოში და ემზარიც იმედით ჩამოვიდა".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: