გამწვანების აქცია თემქაზე

გამწვანების აქცია თემქაზე

   დღეს თემქის დასახლებაში, III მ/რ-ს და მე-XI მ/რ-ს შემაერთებელ გზაზე, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ, ანსამბლ "ერისიონის" მოცეკვავეებთან ერთად გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

   აქციაზე ქალაქის მერი და ნაძალადევის გამგებელი შვილებთან ერთად იყვნენ. კოკო ნარმანიამ და დამიანე გაბუნიამ თავისი წვლილი შეიტანეს დედაქალაქის გამწვანებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: