ბექა ცხადაძე:-"გმირები, რომლებსაც გამოქცეულებად მოიხსენიებთ, პირველივე ბრძანებისთანავე სიხარულით დაბრუნდებიან ხეობაში"

ბექა ცხადაძე:-"გმირები, რომლებსაც გამოქცეულებად მოიხსენიებთ, პირველივე ბრძანებისთანავე სიხარულით დაბრუნდებიან ხეობაში"

   დღეს, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად ვრცელდება 2008 წელს კოდორის ხეობის ოპერაციის აფხაზი მონაწილის, ნოდარ ავიძბას მოგონებები, ხეობიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების "გამოქცევის" შესახებ. სხვა საკითხია განცხადების ავთენტურობა, თუმცა სამწუხაროა, რომ მასზე დაყრდნობით გარკევული სამოქალაქო ჯგუფები საქართველოს შეიარაღებული ძალების ღირსების შებღალვას ცდილობენ.

 

   განცხადების თანახმად აფხაზმა მებრძოლებმა ხელში ჩაიგდეს ქართველი ძალოვანების მიერ მიტოვებული აღჭურვილობა, სხვადასხვა დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებები, საინჟინრო ტექნიკა, რუკები და სამხედრო დოკუმენტაცია.

 

   მინდა გითხრათ, ხეობაზე განხორციელდა იერიში რეაქტიული საარტილერიო სისტემებით. არცერთი ქართველ ძალოვანი ხეობიდან არ გამოქცეულა და არცერთ მათგანს საშტატო იარაღი და აღჭურვილობა არ მიუტოვებია. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა პირნათლად შეასრულა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის(შემდგომში გენერალური შტაბი) ბრძანება. დამატებითი მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად უკან დაიხია. აქვე დავამატებ, ბრძანების შეუსრულებლობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია.

 

   შეიარაღება, რომელიც აფხაზმა მებრძოლებმა ხელში ჩაიგდეს, ინახებოდა ხეობის ტაქტიუკური მარაგების საწყობებში.

ვინაიდან საქართველოში პრიორიტეტი არის ადამიანი და მისი სიცოცხლე, საქართველოს იმდროინდელმა გაერთიანებულმა შტაბმა მიიღო პრაგმატული გადაწყვეტილება, თავიდან აირიდა მეორე ფრონტის გახსნა და დამატებითი მსხვერპლი.

 

   გმირები, რომლებსაც გამოქცეულებად მოიხსენიებთ, პირველივე ბრძანებისთანავე სიხარულით დაბრუნდებიან ხეობაში.

ბექა ცხადაძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: