ნინო ბურჯანაძე: საქართველოს ხელისუფლებამ არცერთი ნაბიჯი არ გადადგა ამ პრობლემის დასარეგულირებლად!

ნინო ბურჯანაძე: საქართველოს ხელისუფლებამ არცერთი ნაბიჯი არ გადადგა ამ პრობლემის დასარეგულირებლად!

  "მივმართავ საქართველოს მოსახლეობას- ძალიან ნათლად გააკეთოს ანალიზი და კარგად აწონ-დაწონოს გადაწყვეტილება, რომელსაც საარჩევნო ყუთთან მისვლის დროს ირებს". განცხადება ამის შესახებ "ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის"  ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.

"დღეს, სამწუხაროდ, საქართველოსთვის რთული პროცესები მიმდინარეობს: ხელი ეწერება აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ხელშეკრულებას, რომელიც კიდევ უფრო მინიმუმამდე დაიყვანს შესაძლებლობას, რომ მოვაგვაროთ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას ეხება.


სამწუხაროდ, ეს ხელმოწერა ადასტურებს იმ ყველა ცუდ პროგნოზს, რომლის თაობაზე მე ვაფრთხილებდი საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას. თუმცა, მე მიმყარდება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ აფაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა ჩემი, ჩემი თანაგუნდელების პრობლემაა და არა სრულიად საქართველოსი", - განაცხადა ბურჯანაძემ.


 ბურჯანაძის განცხადებით,  საქართველოს ხელისუფლებამ არცერთი ნაბიჯი არ გადადგა ამ პრობლემის დასარეგულირებლად.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: