რიჩარდ ნორლანდი: ვაკვირდებით მოვლენათა განვითარებას!

რიჩარდ ნორლანდი: ვაკვირდებით მოვლენათა განვითარებას!

  "აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. შეთანხმების გაფორმების პროცესს ვაკვირდებით" , - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს დღეს აღნიშნული თემის კომენტირებისას განუცხადა.

"ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს. ვაკვირდებით მოვლენათა განვითარებას ისევე, როგორც სხვები. დავაკვირდებით დღეს და ხვალ. საქართველოს მთავრობასთან გვაქვს კონსულტაციები და ინფორმაციას ვაგზავნით ვაშინგტონში. ამასთან დაკავშირებით უფრო მიზანშეწონილი იქნება პასუხის გაცემა მაშინ, როდესაც მეტი ინფორმაცია გვექნება", - განაცხადა  ნორლანდმა.

შეგახსენებთ, აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა დღეს სოჭში გაემგზავრება.


 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: