თეა წულუკიანი: საინტერესოა როგორი იქნება კანონის იმპლემენტაციის პროცესი!

თეა წულუკიანი: საინტერესოა როგორი იქნება კანონის იმპლემენტაციის პროცესი!

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ე.წ. გასაღების საკითხზე ბესელია-სესიაშვილ-ფოფხაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ემხრობა.

"ცვლილებები, რომლებიც წელს ზაფხულში განხორციელდა ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შესახებ სფეროში, არის, პრაქტიკულად, უპრეცედენტო და მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანის უფლებები უფრო მაღალი ხარისხით იყოს დაცული. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება "გასაღების" თემას, რომელიც ტექნიკური, მაგრამ უმნიშვნელოვანესი თემაა; ვფიქრობ, რომ მთავარია, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იყოს, როგორც აქამდე იყო და დღემდე არის, ერთადერთი უწყება, რომელსაც ხელთ უპყრია ე.წ. გასაღები. ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს სხვა ორგანოც, რომელიც იქნება დამცავი მექანიზმის ფუნქციის. ასეთი დამცავი მექანიზმის ფუნქცია ძალიან თავისუფლად შეიძლება შეასრულოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმაც", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 წულუკიანის თქმით, უფრო მეტად საინტერესოა თუ როგორი იქნება კანონის იმპლემენტაციის პროცესი მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ აღნიშნულ პროექტს პარლამენტი დაამტკიცებს.

"ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, როგორი იქნება იმპლემენტაციის ფაზა და როგორ დაიცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თითოეული ჩვენგანის პირად ცხოვრებას არამართლზომიერი ჩარევისგან და რა მოლოდინებიც გვაქვს ინსპექტორისგან, შესრულდება თუ არა. ამისთვის, სახელმწიფომ თავის მხრივ უნდა გააძლიეროს ეს ინსიტუტი, რომ ინსპექტორიც აღმოჩნდეს ჩვენი მოლოდინების მოწოდების სიმაღლეზე", - აღნიშნა წულუკიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: