პეტრე მამრაძე: მიხეილ სააკაშვილს კოდორის ხეობის დაბომბვა უნდოდა!

პეტრე მამრაძე: მიხეილ სააკაშვილს კოდორის ხეობის დაბომბვა უნდოდა!

   "მიხეილ სააკაშვილს კოდორის ხეობის დაბომბვა უნდოდა". აღნიშნული განცხადება "მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის"  ხელმძღვანელმა 

პეტრე მამრაძემ "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

 მისი თქმით, 2006 წელს კოდორის ხეობაში მომხდარი ფორმით  სპეცოპერაციის ჩატარების წინააღმდეგი იყო.

"სააკაშვილს, საერთოდ,  კოდორის ხეობის დაბობმვა უნდოდა, ეს ყველამ უნდა იცოდეს, ვინ იყო ეს ადამიანი!" - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.


"მე ვიცი, რომ  ირაკლი ალასანიას  ეს არ უნდოდა და ამის გამო დაპირისპირებაც ჰქონდა ოქრუაშვილთან, ასევე ვიცი, რომ  ალასანია აფხაზეთის მთავრობიდან  გაერო-ში იმიტომ გაუშვეს, რომ ამერიკელები სააკაშვილს  რეგულარულად ეუბნებოდნენ - თქვენ საუბრობთ სამხედრო ოპერაციებზე, მაგრამ აქ არის ალასანია, რომელსაც აფხაზები ენდობიან და რომელიც იძლევა საფუძველს, რომ შერიგება მოხდეს მშვიდობიანადო. ამიტომ გაარიდა ქვეყნიდან ალასანია სააკაშვილმა.

მე ვიყავი მთავრობის კანცელარიის უფროსი და ჩემთან მოდიოდა ინფორმაციები, რომლის თანახმადაც, ალასანიას როლი არ იყო უარყოფითი კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებში.

არ გამოვრიცხავ, ალასანიას უარყოფით კონტექსტში მოხსენიება მისი დესკრადიტაციისათვის კეთდებოდეს,  ხელისუფლებას მოეწონება, ასე თუ ვიტყვით ალსანიაზეო და ამბობენ..."- განაცხადა პეტრე მამრაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: