ნუგზარ სულაშვილი: მალადცი" საქართველოს მთავრობავ!!!

ნუგზარ სულაშვილი: მალადცი" საქართველოს მთავრობავ!!!

"მიგრანტთა და უცხოელ მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის ცენტრის" თავმჯდომარე, საფრანგეთის ქალაქ ბერჟერაკის მერიის მრჩეველი ნუგზარ სულაშვილი facebook-ის საკუთარი გვერდიდან  ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას მიმართავს.

 

" მალადცი" საქართველოს მთავრობავ!!!

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთდა (კიდევ კარგი ამაში მაინც დაემსგავსა ევროპას) შეშფოთების მიზეზი 2014 წლის 20 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებაა, რომელიც საქართველოს განუყოფელ ნაწილთან - აფხაზეთთან "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულების შეთანხმებული ვარიანტის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად გადაგზავნას ითვალისწინებს.
საქართველოს ხელისუფლების მიერ, რუსეთთან გადაგმული "პადხალიმური" ნაბიჯების მიუხედავად დათბობამ პროგესს ვერ მიაღწია. უფრო მეტიც, ჩვენმა დიდიმა მეზობელმა საქართველოს ძირ-ძველი კუთხის ანექსირებას სამართლებრივად ახალი ფორმა გამოუნახა და თვითკმაყოფილურ სიამეს შეყრილი ხელისუფლება "სამ ასეოზე" გაუშვა.
მაშინ, როდესაც საქართველოს "გონიერმა" ხელისუფლებამ, "გონივრული" გადაწყვეტილებით მხარი არ დაუჭირა მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საყოველთაო სანქციების ამოქმედებისთვის და ჩათვალა, რომ ამით კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგა რუსეთთან მიმართებაში, სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ეს კონსტრუქციული ნაბიჯი დეკონსტრუქციული შედეგით დაგვირგვინდა საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების თვალსაზრისით.
მაშინ, როდესაც ნატოსა და ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალებზე ჩნდებოდა ლოგიკური კითხვები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, თუ რატომ არდიებდნენ თავს მცოცავი ანექსიის გაპროტესტებას, ჩვენი ხელისუფლება ამას, რუსეთთან ურთიერთ დათბობის მიზეზით ხსნიდა და...
და რაა? რა და მივიღეთ შემზარავი შედეგი.
შემდგარი, ჩამოყალიბებული და სახელმწიფოებრივად მიაზროვნე საზოგადოება დღეს განგაშის ზარს უნდა სცემდეს და "ქუდზე კაცის" პრინციპით მოქმედებდეს, მაგრამ - აბა შემდგარი საზოგადოება?

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: