ნინო ბურჯანაძე: მე რომ დღეს ხელისუფლებაში ვყოფილიყავი, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულება არ გაფორმდებოდა

ნინო ბურჯანაძე: მე რომ დღეს ხელისუფლებაში ვყოფილიყავი, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულება არ გაფორმდებოდა

   "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან ხელმოსაწერად მომზადებული ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულება საქართველოს ერთიანობის პრობლემის მოგვარებას კიდევ უფრო მინიმუმამდე დაიყვანს.

 

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ პრობლემის დასარეგულირებლად არცერთი ნაბიჯი არ გადადგა.

 

"დღეს, სამწუხაროდ, საქართველოსათვის, საკმაოდ რთული პროცესები მიმდინარეობს. დღეს ხელი ეწერება აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელშეკრულებას, რომელიც კიდევ უფრო მინიმუმამდე დაიყვანს შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე მტკივნეული პრობლემა მოვაგვაროთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას უკავშირდება",-განაცხადა ბურჯანაძემ.

 

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის თქმით "ყველაზე მტკივნეული არის ის, რომ ჩვენ ყველანი ვკარგავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს. 

 

"ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ყველაზე მძიმე არის ის, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მე რომ ვყოფილიყავი დღეს ხელისუფლებაში ეს ხელშეკრულება არავითარ შემთხვევაში არ გაფორმდებოდა",-განაცხადა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: