ხაშურში 110 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით ორი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხაშურში 110 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით ორი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა ხაშურში ორი ობიექტის სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.

   ხაშურში, რუსთაველის ქ. N38-ში, რეაბილიტაცია უტარდება ყოფილი საავადმყოფოს შენობასა და მშენებარე კორპუსს.   7 და 8 -სართულიან შენობებში, საცხოვრებელ ფართს 110 დევნილი ოჯახი მიიღებს.  სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება.   

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: