ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას არ აღიარებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას არ აღიარებს

NATO-ს გენერალური მდივანი  აფხაზეთსა და რუსეთს შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორიობის" შესახებ გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ აღიარებს აღნიშნულ შეთანხმებას.

"ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ აღიარებს საქართველოს რეგიონ აფხაზეთსა და რუსეთს შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორიობის" შესახებ გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას. ალიანსი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ეს ე.წ. ხელშეკრულება არ შეუწყობს ხელს საქართველოში ვითარების მშვიდობიან და გრელვადიან მოგვარებას. პირიქით, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ეუთო-ს პრინციპებსა და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს", - ნათქვამია NATO -ს გენერალური მდივნის განცხადებაში.


აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ სოჭში ხელი მოაწერეს "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას.


შეთანხმებას ხელი 10 წლის ვადით მოეწერა, ხუთწლიანი პერიოდებით გახანგრძლივების პერსპექტივით

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: