მერაბ შათირიშვილი საგანგებო განცხადებას აქვეყნებს

მერაბ შათირიშვილი საგანგებო განცხადებას აქვეყნებს

   მოძრაობის "ახალი რეალობისთვის" დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულების თაობაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მთავრობას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

   -" ეს არის ხელშეკრულება, რომელიც მეტყველებს კონფედერაციურ მოდელობაზე, ამ შემთხვევაში, როცა ევროკავშირი ზურგს გვიმაგრებს, უპრიანი იქნებოდა ასეთი დამოკიდებულება თავის თავზე აეღო საქართველოს და ფაქტიურად ის პარტნიორობა, რომელიც აფხაზეთთან ითავა რუსეთმა, ეთავა საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება ქართველ ხალხს ჩაკეტილ სივრცეში ამყოფებს და ისე სახავს პოლიტიკურ ვითარებას, რომ ყველა სიკეთე ასოცირდება ევროინტეგრაციასთან, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ უნდა აწარმოოს დიპლომატიური ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან და განსაკუთრებით რუსეთთან, რომ აფხაზეთს დავიბრუნებთ და ყველაფერი საგარეო ურთიერთობებში მოგვარდება ევროინტეგრაციით. ეს არის აბსურდი და აბსურდია ისიც, რომ დღევანდელი ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ეცდება გააგრძელოს და ძალისხმევა არ დაიშუროს, რათა აფხაზეთის რეგიონში მაცხოვრებლებს შეუქმნას ევროპული განვითარების პერსპექტივა. 

   მოძრაობა "ახალი რეალობისთვის" მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ დაიწყოს ბალანსის გათვლა, საგარეო პოლიტიკა არ ნიშნავს მხოლოდ ევროინტეგრაციას, უნდა გაღრმავდეს დიპლომატიური ურთიერთობები, თუკი ჩვენ რუსულ ბაზარზე შეგვაქვს პროდუქტი, ღვინო, წყალი, თუ რუსეთი აგრესორია, მაშინ რატომ შეგვაქვს და თუ შეგვაქვს, ე.ი. აბსოლუტურად გამართლებულია დიპლომატიური ურთიერთობის გაღრმავება. 

   ბერლინის კედელი კომფრონტაციით და დაპირისპირებით არ დანგრეულა, ბერლინის კედელი დაინგრა დიპლომატიით. ქართველი ხელისუფლება დროზე უნდა მოეგოს გონს, თუ ხელისუფლება არ გააღრმავებს რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს, ჩვენ მალე დავინახავთ, რომ აფხაზეთიდან დევნილი ქართველი მოქალაქეების გადინება დაიწყება ახფაზეთში, რადგან ისინი დაინახავენ სოციალურ უზრუნველყოფას. ისინი მიიღებენ რუსეთის მოქალაქეობას, რადგან ვიცით, რომ სულ მცირე პენსია იქ 300$ იქნება, ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება გააღრმავოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთ რუსეთთან და ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად,  რადგან არა მარტო აფხაზეთის მოწყვეტა გვემუქრება, არამედ სხვა რეგიონებისაც". 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: