თინა ხიდაშელი: პროექტში საერთოდ არ არის ასახული ორგასაღებიანი სისტემის მოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები!

თინა ხიდაშელი: პროექტში საერთოდ არ არის ასახული ორგასაღებიანი სისტემის მოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები!

  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ,  ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტით ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედების წესი განსაზღვრული არ არის.

 

"ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტის არც ერთ ნაწილში არ იკითხება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო ფარულ მოსმენას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გარეშე ვერ განახორციელებს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.


როგორც დეპუტატმა განმარტა, კანონპროექტების ძირითად ნაწილში, გარდა ტერმინოლოგიური განმარტებებისა, არსად  წერია, რომ საგამოძიებო ორგანო ე.წ. გასაღების გადატრიალებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გარეშე ვერ შეძლებს.


ხიდაშელის თქმით, პროექტში საერთოდ არ არის ასახული ორგასაღებიანი სისტემის მოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: