რა შეაჩერებს პუტინს?

რა შეაჩერებს პუტინს?

    " თუ ევროპა და ამერიკა მიიღებენ გადაწყვეტილებას  და იტყვიან, რომ რუსეთის შესჩერებლად მზად არიან შუაგულ ევროპაში ომისთვის, ეს პუტინს შეაჩერებს". განცხადება ამის შესახებ  უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.

 

"თუ ევროპა და ამერიკა მიიღებენ თამამ გადაწყვეტილებას და იტყვიან, რომ რუსეთის შესაჩერებლად მზად არიან შუაგულ ევროპაში ომისთვის, ეს პუტინს შეაჩერებს, რადგან რუსეთს დასავლეთთან ომის შეეშინდება," - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.


"რუსეთის პოლიტიკა მაშინ დამარცხდება და პრობლემების მოგვარება მაშინ დაიწყება, როდესაც ევროპა და აშშ თამამად გასცემენ პასუხს ძალიან მარტივ კითხვაზე, მზად არიან თუ არა ისინი რუსეთთან ომისთვის შუაგულ ევროპაში. ეს არის მთავარი ტესტი. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა.
რუსეთის შეჩერების ერთადერთი გამოსავალი არის პუტინის რწმენა, რომ ევროპა მზად არის ამ ომისთვის, ასეთ შემთხვევაში ომი არ იქნება რადგან პუტინს შეეშინდება. სანამ ის დარწმუნებულია, რომ მოხდება ის, რაც ხდება უკრაინაში და ლიტვაზე რომ გაუჩნდეს პრეტენზია იქაც ისევე მოხდება, როგორც უკრაინაში, მანამდე რუსეთი არ გაჩერდება, მისი აგრესია იქნება მზარდი და პროგრესირებადი, მაგრამ როგორც კი დარწმუნდება პუტინი, რომ ცივილიზებული სამყარო მზად არის კომფრონტაციის მისაღებად, მაშინ ყველაფერი შეიცვლება და ჩვენი პრობლემების მოგვარებაც დაიწყება,"- განაცხადა ხიდაშელმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: