„მტკვარი ენერგია“ და „POWERCHINA-HYPEC” გრანდიოზულ პროექტს გვთავაზობენ!

„მტკვარი ენერგია“ და  „POWERCHINA-HYPEC” გრანდიოზულ პროექტს გვთავაზობენ!

„ივერიონს“ შპს „მტკვარი-ენერგიის“ დირექტორები ანზორ კვარაცხელია და დავით ქელდიშვილი დაუკავშირდნენ და გვთხოვეს გამოგვექვეყნებინა შემდეგი ინფორმაცია.

„ივერიონი განცხადების ტექსტს სრულად გთავაზობთ.

 

 



გუშინ, 25 ნოემბერს, თბილისში ჩამოვიდა მსოფლიოში უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიის „POWERCHINA-HYPEC”-ის წარმომადგენლობითი დელეგაცია, კომპანიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით.

მათი მიზანია საქართველოში დიდი პროექტების ინვესტირება იმ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და ენერგეტიკის სამინისტროში წარდგენილი სამი ეტაპის ანგარიშების გაანალიზების საფუძველზე , რომელიც შეასრულა შპს „მტკვარი-ენერგია“-მ.

POWERCHINA-HYPEC”-მა მიიღო გადაწყვეტილება მდინარე მტკვარზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის სრული მოცულობითი ინვესტირებით (620 მლნ. აშშ დოლარის) უზრუნველყოფის თაობაზე.

უცხოელი და ქართველი სპეციალისტები უკვე შეუდგნენ, მათ შორის, გასაფორმებელი ხელშეკრულების დეტალების განხილვას, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს.

შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და მინისტრთა კაბინეტის კერძო ბიზნესთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად სახეზეა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციის მოზიდვის ფაქტი, რომელიც უზრუნველყოფს მდინარე მტკვარზე 16 ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობას  - დამატებით 5 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პერსპექტივით.

მათი საერთო გამომუშავება წელიწადში 2,5 მლრდ კვტსთ. შეადგენს, რაც ამჟამად მიღწეული დონის 25%-ზე მეტია. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით შპს „მტკვარი ენერგია“-მ ჯერ კიდევ შარშან მიიღო უფლება განახორციელოს ესოდენ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც მონაწილეობენ საუკეთესო ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. მათი გამოცდილება იძლევა იმის საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ უახლოეს წლებში ქვეყნის სამრეწველო-ინდუსტრიული განვითარება დაკმაყოფილებული იქნება საკმარისი ენერგორესურსებით და ასევე მოხდება ათასობით ადამიანის დასაქმება.


შპს „მტკვარი ენერგია“-ს დირექტორები:
ანზორ კვარაცხელია
დავით ქელდიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: