ეკა ბესელია: უსაფრთხოებაზე ზრუნვა ადამიანის უფლებების ნაწილია!

ეკა ბესელია: უსაფრთხოებაზე ზრუნვა ადამიანის უფლებების ნაწილია!

  "უსაფრთხოებაზე ზრუნვა ადამიანის უფლებების ნაწილია. ჩვენი მოქალაქეები თავს დაცულად რომ გრძნობდნენ, ამაზე ჩვენი კომიტეტიც უნდა ზრუნავდეს და სხვა კომიტეტებიც", - ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.

"უსაფრთხოებაზე ზრუნვა ადამიანის უფლებების ნაწილია. ჩვენი მოქალაქეები თავს დაცულად რომ გრძნობდნენ, ამაზე ჩვენი კომიტეტიც უნდა ზრუნავდეს და სხვა კომიტეტებიც. შსს ჩართული იყო იმ სამუშაო ჯგუფში, რომელსაც ხმალაძე ხელმძღვანელობდა, მაგრამ მაშინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არავის გახსნებია. იზორია მთავრობის წარმომადგენელია, მისი მომზადებული კანონპროექტები პარლამენტში ძალიან ბევრი გვინახავს და მის მიმართ გაკეთებული განცხადებები არაკორექტულია. რეგლამენტში გვიწერია, რომ ის კანონპროექტები, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, მთავრობას ეგზავნება და მათი მოსაზრებებით ბრუნდება ჩვენთან. ძალიან ვწუხვარ, რომ მჭირდება შეხსენება, ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილი არის უსაფრთხოების ნაწილი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიკეთეა. ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იმიტომ არის ერთ-ერთი ინიციატორი, რომ ამ კონცეფციაში უფრო მაღალი ხარისხით არის დაცვის მექანიზმი და პერსონალური დაცვის ინსპექტორის გაძლიერება, ეს არის ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი", - განცხადა ეკა ბესელიამ.

"ჩვენ არ ვიცით, ვინ დაწერა მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი, ბესელიას დაწერილ ტექტს შეიძლება არ ჰგავდეს, რადგან ძალიან ჰგავს იზორიას დაწერილს", - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა დღეს გააკეთა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: