ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული პირობები შემოგთავაზოთ!

ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული პირობები შემოგთავაზოთ!

 "საქართველოს პრესპექტივა სტაბილურობიდან სტაბილურობამდე  გაუმჯობესდა, ხოლო გლობალური კონკურენტუნარიანობის  ინდექსში ქვეყანა  სამი საფეხურით დაწინაურდა". აღნიშნული საქართველო პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ლატვია-საქართველოს ერთობლივ ბიზნესფორუმზე გააკეთა.


"ასევემინდა, აღვნიშნო, რომ კორუფციის რისკების მიხედვით საქართველო მე-11 ადგილზეა და უსწრებს ბევრ განვითარებულ ქვეყანას. მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი და საექსპორტო შესაძლებლობები. ექსპორტი გავზარდეთ 24%-ით, ბოლო ორი წლის განმავლობაში. ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი გაიზარდა 70%-ით.
წინასწარი პროგნოზით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სრულად ამოქმედება გრძელვადიან პერიოდში, გაზრდის საქართველოს ექსპორტის მოცულობას 12%-ით, ხოლო იმპორტს 7,5%-ით.
ჩვენი მთავრობა მზად არის, შემოგთავაზოთ მაქსიმალურად კომფორტული პირობები საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: