თინა ხიდაშელი: ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია!

თინა ხიდაშელი: ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია!

  "კანონპროექტებზე განსხვავებული მოსაზრებების ქონა  ცივილიზებული სამყაროსთვის ჩვეულებრივი მოვლენაა".  აღნიშნული განცხადება თინა ხიდაშელმა "მაესტროს ცხრიანში" გააკეთა,

 
"ჩვენ არ ვართ მიჩვეული, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, ან უმრავლესობის, ან კოალიციის ლიდერი  რაღაცას რომ მოითხოვს, იქ განსხვავებული აზრი ჩნდება. როგორც პარლამენტის წევრს, შემიძლია გითხრათ, რომ მე დღევანდელი დღით ვამაყობ. შესაძლოა, ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის პარლამენტი იყო პარლამენტი, სადაც ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია, სადაც ადამიანები დებატობდნენ, კამათობდნენ პრინციპებზე. შემდეგ რაღაცამ ბევრი ხმა მიიღო, რაღაცამ ნაკლები", - განუცხადა ხიდაშელმა.

 "მიუხედავად პარლამენტის გადაწყვეტილებისა, ფარულ ჩანაწერებზე წვდომის ე.წ "გასაღები"  შსს-ს სამინისტროდან მაინც გამოვა" - განაცხადა ხიდაშელმა 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: