ირაკლი ღარიბაშვილი: უსამართლობას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა!

ირაკლი ღარიბაშვილი: უსამართლობას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა!

     საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფარულ მოსმენებთან ე.წ გასაღებთან დაკავშირებით  ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტის პირველი მოსმენით მიღებას მიესალმება. აღნიშიშნულზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.


"ჩემთვის მართლაც გასაოცარია ის რეაქცია, რაც აქვთ ჩვენს ე.წ. ოპონენტებს. მართლაც, 9 წლის განმავლობაში ჩვენი მოსახლეობა ითმენდა ამ უსამართლობას და ამას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა. ასევე, მინდა მივესალმო პარლამენტის უმრავლესობის მიერ მიღებულ სახელმწიფოებრივად სწორ და გონივრულ გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ ეს არის მართლაც ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მიერაა შემუშავებული. იმედია, რომ ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

  აღნიშნული კანონპროექტის თანამად  ერთი "გასაღები"  შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე  პერსონალური დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება.

 

   ცნობისთვის: ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტი გუშინ პირველი მოსმენით 75 ხმით მიიღო.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: